|
2016-09-26 17:21:50, 542 ნახვა
საზოგადოება
ილია ჭავჭავაძის საფლავზე სარესტავრაციო სამუშაოები იწყება
მთაწმინდის მწერალთა და მოღვაწეთა საზოგადო პანთეონში, ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღდგენა - რესტავრაციის სამუშაოები იწყება. საფლავზე დეკორატიული კედელი და ბრინჯაოს ქანდაკება 1912 წელს მოეწყო და როგორც არქივიდან ამოღებული მასალებიდან ირკვევა, მისი დაზიანება აშენებიდან მალევე დაწყებულა. თბილისის მერიამ, თავდაპირველად, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის კვლევითი ლაბორატორიის მომსახურება, ტენდერის შედეგების შესაბამისად, შპს ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრს დაუკვეთა. კომპანიას ძეგლებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, თუ რა სახის სამუშაოებს საჭიროებდა საფლავის დაზიანებული ნაწილი, ასევე, რა მასალებისგან უნდა აღდგენილიყო საფლავის კედელი და იქვე მდებარე ი. ნიკოლაძის სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის მონუმენტური ნამუშევარი - „მწუხარე საქართველო“. კვლევის დასრულების შემდეგ, თბილისის მერიამ უშუალოდ სამუშაოების ჩატარება დაგეგმა და ტენდერის შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღდგენა - რესტავრაციის სამუშაოებს (ააიპ) ძეგლთა კვლევისა და კონსერვაციის ცენტრი განახორციელებს. ცენტრის სახელს უკავშირდება მრავალი ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია, მათ შორის, აღნიშნულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს სარესტავრაციო სამუშაოები აქვს განხორციელებული, როგორც არქიტექტურულ, ასევე, მონუმენტურ და ფერწერულ ძეგლებზე. დღეს მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერი დავით ნარმანია ცენტრის წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა, სადაც პირადად, დეტალურად გაეცნო საფლავზე არსებულ მდგომარეობასა და ჩასატარებელ სამუშაოებს. „მნიშვნელოვანია ის, რომ ილიას საფლავი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო დაზიანებული და ჩვენ, სწორედ, ამიტომ დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. აღდგენაზე მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ძალიან კვალიფიციური ჯგუფი იმუშავებს, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ააიპ-ში ერთიანდებიან. დაახლოებით ერთი თვეა ძირითადი სამუშაოების ვადა, ამინდების გაუარესებამდე უნდა დასრულდეს და აღდგეს. რესტავრაცია ჩატარდება ისე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ძეგლი და გადავარჩინოთ ეს ყველაფერი განადგურებას,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. მთაწმინდის პანთეონში, დღეს, მერთან ერთად, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული იმყოფებოდნენ. (NS)
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)