15:17 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 15:52:07, 605 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის საკვები დანამატების გაცემას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო 100.000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს.

ამასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ საკვები მიკროელემენტების გაცემის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების  6-23 თვის ასაკის ბავშვების საკვების მიკროელემენტების ფხვნილით (MNP) გაჯერება კვებითი არასრულფასოვნების კონტროლისა და პრევენციისათვის მოკლევადიანი გეგმით განისაზღვრა. ეს არის მნიშვნელოვანი ინტერვენცია, რომელიც მიმართულია კვებითი სტატუსის გაუმჯობესებისთვის. 6 თვემდე ბავშვისთვის დედის რძე უზრუნველყოფს ყველა საჭირო მიკროელემენტრის მიწოდებას. შემდეგ დგება საჭიროება დამატებითი საკვების მიღების, სწორედ ამ დროს, როცა ბავშვი იზრდება და ვითარდება ვიტამინებზე მოთხოვნა არის გაორმაგებული. როცა კვება არ არის მრავალფეროვანი, დგება ნივთიერებების დეფიციტი. ეს ინტერვენცია კი არის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა”, - განმარტა ნინო ბერძულმა.

სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის 13.000  ბავშვისთვის, სტატისტიკური მონაცემების და ფხვნილის მიღების ინსტრუქციის გათვალისწინებით, სულ 78 000 კოლოფი (2 340 000 პაკეტი) შეიძინა. ერთდოზიან პაკეტებად დაფასოებული მიკროელემენტების ფხვნილის ნარევი სახლში მომზადებულ საკვებთან  ერთად მიიღება და ბავშვებში მიკროელემენტების დეფიციტის შევსებას უზრუნველყოფს.  ბენეფიციარები მიკროელემენტებს  საქართველოს ყველა რეგიონში, „მედფარმა პლუსის“ კონტრაქტორი აფთიაქების მეშვეობით მიიღებენ. ერთჯერადად, ერთ ბავშვზე, საკვები დანამატის წლიური მარაგი - 180 პაკეტი გაიცემა.

საკვები დანამატების მიღების შესახებ ბენფიციარებს დამატებით ინფორმაციას სოციალური აგენტები და სოფლის ექიმები მიაწვდიან.

საკვები მიკროელემენტების ნაკლებობა ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს. მიკროელემენტების დამატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მიერაა მოწოდებული და მიზნად კვებითი დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics