15:14 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 14:14:19, 692 ნახვა

საზოგადოება
GPI- ს ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის წინააღმდეგ

"ჯიპიაი"- შემთხვევაში, ჯანმრთელობას დაზღვევა სიცოცხლისთვის საშიშ მომსახურებად იქცა. 

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია მომსახურებაზე გაურკვეველი მიზეზებით ამბობს უარს. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 25 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ავადმყოფი მცირეწლოვანისთვის საჭირო მომსახურების გაწევაზე, კომპანიამ კვლავ წარმოუდგენელი მიზეზით თქვა უარი. 

შპს "კლიპარტის" ერთ-ერთი თანამშრომლის მცირეწლოვანი შვილისთვის, რომელსაც პედიატრის გამოძახება დასჭირდა, "ჯიპიაი"- ს ოპერატორმა მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადა და ავადმყოფი შვილის დედას განუცხადა, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო. ოპერატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზის დასახელების უფლება არ ჰქონდა და გამოძახებიდან ორი საათის შემდეგ, პაციენტს "გამონაკლისის დაშვებას" დაჰპირდა.

თუმცა კომპანიაშიც ალბათ კარგად ესმით, რომ ორი საათის დაგვიანებით, ისიც, გამონაკლისად გასაღებული ექიმის მომსახურების მიღება, უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანს აღარ სჭირდება. თავად კომპანიაში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.

"ძალიან ვწუხვართ, ვარკვევთ, რატომ ხდება ტექნიკური გაუგებრობა. ვეცდებით, რომ აღმოფხვრათ ეს პრობლემა", - აცხადებენ „ჯიპიაი“- ში.

სადაზღვევო კომპანია, "ჯიპია“-ს მომსახურებით, შპს "კლიპარტის“, შპს "პირველისა" და "რუბრიკის“ თანამშრომლები უკმაყოფილებას არაერთხელ გამოთქვამდნენ, თუმცა გუშინდელმა ფაქტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები დღეს, "ჯიპიაი"-ს  ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ.

კომპანიასთან უკვე სამი წელია, ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში, "ჯიპიაი"- მ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მომსახურების სისტემა, წესრიგში არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან, ზუსტ გადახდას მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს. 

მომხმარებლებს ვინც თვლის, რომ "ჯიპიაი"-მ მისი უფლებები დაარღვია, შეგიძლიათ, შემდეგ ნომერზე დარეკოთ - 595 01 81 71 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics