15:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 13:33:17, 680 ნახვა

საზოგადოება
გიორგი შარვაშიძე სტუდენტებთან შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე  „აუდიტორია #115“- თან შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს.

მისი თქმით,  საკითხების მთელი სპექტრი  განიხილეს და პრობლემების მოგვარებაზე ერთად იმსჯელებენ.

რექტორი დარწმუნებულია, რომ მალე ძლიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება იმ მიმართულებით, რომ უნივერსიტეტი კვლევისა და სწავლების სამაგალითო ადგილი გახდეს.

„არამგონია,  რომ ეს იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის.  ბევრი მტკივნეული საკითხი განვიხილეთ, ბევრი საკითხია რომლის გადაწყვეტაც მარტო შეიძლება და ძალიან სწრაფად, ამაზე ვიმსჯელებ.   არის საკითხების მთელი წყება,  რომელიც მიეკუთვნება კანონმდებლობას. მზად ვართ, მოვამზადოთ  საკანონმდებლო ცვლილებები. რაც შეეხება სხვა საკითებს - არის სტუდენტური ბაზების საკითხები,  სტიპენდიის საკითხები,  სტატუს  შეჩერებული სტუდენტების საკითხები, ჩვენ რეალურად ვაპირებთ ძალიან ღიად ვიმუშოთ იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი უნივერსიტეტი. კარი ღიაა,  უნდა მოხერხდეს, რომ სამი თვის განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმნათ უნივერსიტეტის სტრატეგიულო  განვითარის გეგმა. გვჯერა, ძლიან ცოტა ხანში, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება იმ მიმართულებით, რომ უნივერსიტეტი გახდეს მართლაც კვლევისა და სწავლების სამაგალითო ადგილი“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics