|
2016-09-24 18:15:41, 857 ნახვა
საზოგადოება
განახლებული აღმაშენებლის გამზირი 25 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება
თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. მერიის ინფორმაციით, განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნის ღონისძიება 25 სექტემბერს 16:30 საათზე ბიგ-ბენდის კონცერტით დაიწყება, რომელიც აღმაშენებლის N59 - ში მოწყობილ ვერტიკალურ მწვანე კედელთან გაიმართება. განახლებული აღმაშნებლის გამზრის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. სპეციალურად ამ დღისთვის ქუჩაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყობა და იქ მისულ სტუმრებს ბევრი საინტერესო სანახაობა დახვდებათ. 18:30 საათზე დავით აღმაშენებლის გამზირზე N44-ში - ფოსტის შენობის ეზოში, თბილისის მერიის და არტარეას ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კონცერტი „თბილისური ეზო“ გაიმართება. თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო და რეაბილიტაცია სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა. პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მასზე არსებული ისტორიული ორნამენტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს. მაღალი ხარისხის მასალით შეიცვალა შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები. რესტავრაცია ჩაუტარდა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიულ სადარბაზოებს, აღდგა რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები. განსაკუთრებით დაზიანებულ შიდა ეზოებში ჩატარდა შუშაბანდების რესტავრაცია და განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. სახლებზე მოეწყო ახალი ცხაურები. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა: გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი დენის ქსელები. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა. დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილი გახდა საფეხმავლო. აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. საფეხმავლო ნაწილში დაიდგა სკამები და სასმელი წყლის ფანტანები. ამასთანავე, დამონტაჟდა 6 ლითონის ქანდაკება. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო 2 სკვერი, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 1 200 - მდე ადამიანი. პროექტი „ახალი ტფილისის“ 1 ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. საფეხმავლო ქუჩა გახდა აქტიური საჯარო სივრცე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე საინტერესო და მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის და საინვესტიციო ჯგუფებისთვის, რაც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომუკური მდგრადობის საწინდარია. პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულია, ხოლო შიდა სამუშაოები, როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. მომდევნო წელს „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება.
(NS)
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)