|
2016-09-23 14:54:55, 645 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა რთველის საკოორდინაციო შტაბში შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგან, გიორგი სამანიშვილისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, რთველი 2016 შეუფერხებლად მიმდინარეობს. „კახეთის რეგიონში აქტიურად გრძელდება რთველის პროცესი. ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნის მოცულობის მიხედვით, მიმდინარე კვირა იყო პიკური, ღვინის ქარხნების მიერ ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 6 ათას ტონას გადააჭარბა. ამის მიუხედავად, ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს, რომ არც ერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნება და რთველი 2016 წარმატებით და შედეგიანად დასრულდება“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 23 სექტემბრის 14:00 საათის მონაცემებით, რთველის 2016-ის ფარგლებში გადამუშავდა 67,5 ათას ტონამდე ყურძენი. გადამუშავებულია 35,5 ათასი ტონა რქაწითელი, 27,9 ათასი ტონა საფერავი, 2,1 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 59 მლნ ლარი შეადგინა. რეგიონში ღვინის ქარხნები კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს - განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 5 901 ტონა. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 24 ათასი ტონა, ყვარელი - 16,5 ათასი ტონა, თელავი - 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 1,7 ათასი ტონა, საგარეჯო - 910 ტონა და ახმეტა - 930 ტონა. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი. რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic .
(NS)
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)