|
2016-09-23 14:34:00, 795 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. სამი კანდიდატიდან ერთს აკადემიური საბჭო აირჩევს. . ერთ-ერთი კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ განმარტა, რომ საბჭოს მხრიდან კითხვები ძირითადად უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებით იყო. "მე ვეცადე აკადემიური საბჭოს წინაშე წარმომეჩინა ჩემი აკადემიური პროფილი.ჩემს მიმართ დასმული კითხვები ძირითადად ეხებოდა ჩემს მიერ წარმოდგენილ კონცეფციას,სტუდენტური ცხოვრების განვითარებასთან დაკავშირებით.ასევე კითხვები დასმული იყო უნივერსიტეტთან შემავალი კვლევითი ინსტიტუტების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური მაქვს და ველოდები მათ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. სამივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ ხმის მიცემის პროცესი დაიწყება. რექტორის ასარჩევად ხმათა უმრავლესობა, მინიმუმ, 19 ხმაა საჭირო. არჩევანის გაკეთების შემდეგ, აკადემიური საბჭოს სხდომა დღეს 17:00 საათზე განახლდება, სადაც საბჭოს დადგენილებით ახალ რექტორს დაამტკიცებენ. ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პროფესორი ცირა ბარამიძე და ფილოსოფოსი და მთარგმნელი გია ბარამიძე დარეგისტრირდნენ.
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)