|
2016-09-23 14:02:11, 746 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისათვის დევნილთა დასახმარებლად გაწეული მხარდაჭერის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ოფიციალურად დახურეს პროექტი, რომელიც დევნილთა სამინისტროს ბოლო 28 თვის განმავლობაში ეხმარებოდა. 2014 წლის ივნისიდან წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა აქტიურად ითანამშრომლეს სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებთან, რათა გაძლიერებულიყო სამინისტროს შესაძლებლობები დევნილთა სამართლიანი და ხარისხიანი მომსახურების კუთხით. პროექტის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ ,,დევნილთა სამინისტროს პროცესებზე ორიენტირებული ტექნიკური დახმარების პროექტის“ საშუალებით სამინისტროსათვის გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში მიღწეული ძირითადი შედეგები: სამინისტროს გაზრდილი შესაძლებლობები ანალიზის, დაგეგმვისა და ანგარიშგების საკითხებში; გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საცხოვრებელი ფართების განაწილების სამართლიანობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ახლადშემუშავებული სისტემები და პროცესები; სამინისტროს ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებისათვის ჩატარებული ტრენინგები ძირითად კომპეტენციებში, კვლევების ჩატარების, პოლიტიკის შემუშავებისა და კომუნიკაციის ჩათვლით; დევნილთა და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმების განხორციელების კუთხით გაწეული მხარდაჭერა. პროექტის დახურვისადმი მიძღვნილ შეხვედრას დევნილთა და სხვა დარგობრივი სამინისტროების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)