|
2016-09-22 15:59:52, 922 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რუსეთის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას რუსეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „OTDYKH LEISURE” უწევს. საქართველოს სტენდთან მოსულ ვიზიტორების საშუალება აქვთ აჭარის ტურისტული შესაძლებლობებისა და რეგიონში ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, ასევე აჭარის შესახებ მომზადებულ საინფორმაციო-სარეკლამო მასალებს გაეცნონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. რუსეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „OTDYKH LEISURE” მოსკოვში ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა რუსეთში. მასში 70-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენა 21 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბერს დასრულდება. გამოფენის ფარგლებში 160 ბიზნეს ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც გამოფენის მონაწილეებისთვის კარგი საშუალებაა ახალი კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს მეთოთხმეტედ უწევს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რეკლამირებას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. დეპარტამენტმა რეგიონი უკვე რადაგინა ისეთ მასშტაბურ გამოფენებზე, როგორებიცაა ისრაელის, გერმანიის, ლიტვის, დუბაის, ჩინეთის, პოლონეთისა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გამართული ტურისტული გამოფენები. წლის ბოლომდე დეპარტამენტი სამ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. (NS)
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)