|
2016-09-22 10:21:51, 2208 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ერთ-ერთ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უკვე მეორე დღეა ქალაქ შარლოტში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციელების მხრიდან ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებს. მედიის ცნობით, 43 წლის კიტ ლამონტ სკოტი გუშინ საავადმყოფოში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის პოლიციელმა დაჭრა. სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცი შეიარაღებული იყო, თუმცა დაღუპულის ნათესავები ამას კატეგორიულად უარყოფენ. როგორც BBC წერს, შარლოტში ამჟამად ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. არეულობის შედეგად 15-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, აქციის მონაწილეთა დასარბევად სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს იყენებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე არეულობის დროს მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)