14:32 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 16:03:38, 1916 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები 146 ფიზიკური პირისა და 37 კომპანიის წინააღმდეგ ოფიციალურად გაახანგრძლივა. 

აღნიშნულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბრიუსელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე პასუხისმგებლებად მიიჩნევს. სანქციების მოქმედების ვადა 2017 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

ე.წ. "შავ სიაში" მოხვდნენ მილიარდერები არკადი როტენბერგი და იური კოვალჩუკი, ბიზნესმენები კონსტანტინ მალოფეევი და ნიკოლაი შამალოვი, ასევე სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ფედერაციის საბჭოს წევრები სერგეი ჟელეზნიაკი, სერგეი მირონოვი, ლეონიდ სლუცკი და სხვები.

პერსონალური სანქციები სავიზო შეზღუდვებსა და ევროკავშირის ტერიტორიაზე განთავსებული აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები 2014 წლის მარტში დააწესა. ამას გარდა, ბრიუსელს დაწესებული აქვს სექტორალური შეზღუდვები, რომლებიც 2017 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს, ასევე სანქციების ანექსირებული ყირიმის წინააღმდეგ, რომელთა მოქმედების ვადა 2017 წლის 23 ივნისს იწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics