20:15 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 13:53:14, 2162 ნახვა

მსოფლიო
ამერიკულმა ავიაციამ მოსულში ფარმაცევტული საწარმო დაბომბა

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ერაყის ქალაქ მოსულში დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალებსი ინფორმაციით, ავიაიერიშის სამიზნე ყოფილი ფარმაცევტული საწარმო გახდა, რომელსაც ამ დროისთვის “ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. ჯიჰადისტები აღნიშნულ საწარმოში მომწამლავ ნივთიერებებს ამზადებდნენ.

როგორც მედია იტყობინება, ავიაშეტევის შედეგად სულ 50 სამიზნე იქნა განადგურებული. ოპერაციაში 12 თვითმფრინავი მონაწილეობდა.

აშშ-მა ქალაქ მოსულის დასაბრუნებლად დადეგმილ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 450 სამხედრო გააგზავნა. არაფიციალური ცნობით, იერიში ოქტომბერშია დაგეგმილი. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამ  ქალაქის მოსახლეობა ნახევარ მილიონს აჭარბებს. მოსული “ისლამურმა სახელმწიფომ” 2014 წლის ივლისში დაიკავა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics