|
2016-09-12 13:49:04, 784 ნახვა
პოლიტიკა
გოგუაძე: არ ვიცი ივანიშვილი მეორე არჩევანში რას გულისხმობს, ჩვენი არჩევანი არაფორმალური მმართველობის დამთავრებაა
„არ ვიცი ივანიშვილი მეორე არჩევანში რას გულისხმობს, ჩვენი არჩევანი არაფორმალური მმართველობის დამთავრებაა“, - ასე გამოეხმაურა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ, არჩევნებზე მისი მეორე არჩევანი „თავისუფალი დემოკრატებია“. „მე არ ვიცი, ბატონი ბიძინა თავის მეორე არჩევანში რას გულისხმობს. „თავისუფალი დემოკრატების“ არჩევანი არაფორმალური მმართველობა, არასამართლიანი და არადემოკრატიული სახელმწიფო არ არის. ჩვენი გუნდი არის ერთიანი, პრინციპებისა და ღირებულელებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რომელსაც ჰყავს ლიდერი და თავად განასახიერებს ამ პრინციპებს. „თავისუფალ დემოკრატებში“ გადაწყვეტილებას ვიღებთ გუნდურად და არა ისე, როგორც ეს „ქართულ ონცებაში“ ხდება, სადაც ერთი კაცის დირექტივებს მიჰყვებიან. ასე რომ ჩვენი და მმართველი გუნდის გზები გაიყო. ჩვენ ახლა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ვიბრძვით. ჩვენ გვინდა არჩევნებში გავიმარჯოვთ და ორი საკითხი გადავწყვიტოთ. ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისულფლებაში აღარ დაბრუნდეს და მეორე, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დამთავრდეს“, - განუცხადა გოგუაძემ „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. თუმცა, GDS-ის ახალ გადაცემაში, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, ივანიშვილს წამყვანმა კითხვა დაუსვა- რომ არა "ქართული ოცნება", რომელი პარტიაა მისი მეორე არჩევანი. ივანიშვილის თქმით, მისი მეორე არჩევანი "თავისუფალი დემოკრატები" არიან, თუმცა ადრე მისი ფავორიტი პარტია "რესპუბლიკური" იყო.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)