16:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 13:08:07, 629 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ

,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის, ხერთვისის, ტოლოშისა და აწყვეტას მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა მოკლედ მიმოიხილა ,,ქართული ოცნების“ მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული, ხალხზე ორიენტირებული პროექტები. მათ შორის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა მთის კანონზე, რომლითაც მაღალმთიანი სოფლები ისარგებლებენ. ასპინძის მუნიციპალიტეტზე კი იგი სრულად ვრცელდება.

,,მე ვიცნობ თქვენს პრობლემებს, ყველანაირად ვეცდები, რომ ეტაპობრივად მოვაგვაროთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 მისივე თქმით, ,,ქართული-ოცნება“ დღეს არის ფავორიტი პოლიტიკური პარტია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

ამასთან, ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარძიის მახლობლად , ვანის ქვაბებში მდებარე მონასტერში, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით,  წირვა-ლოცვას დაესწრო.

თავის მხრივ, ამომრჩეველთან შეხვედებს განაგრძობს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე.

ამჯერად იგი შევჩენკოს პირველი ჩიხის, შევჩენკოს მეორე ჩიხის,თამარაშვილის 41-41ა, თამარაშვილის 6-8 და თამარაშვილის 2-4 კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა. 

„საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა “,-განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics