|
2016-09-12 13:06:38, 813 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი სტურუას გარდაცვალებაზე: არ შეიძლება პოლიციამ თანამშრომელი პირველსავე დღეს დააკავოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სამართლდამცავი ორგანოები თანმიმდევრულად მოქმედებდნენ. „დემურ სტურუას ოჯახს სამძიმარს ვუცხადებ, რა თქმა უნდა ტრაგიკული შემთხვევაა. რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, მგონია, რომ თანმიმდევრულები იყვნენ. არ შეიძლება პოლიციამ თანამშრომელი პირველსავე ჭორებზე დააპატიმროს. საუბედუროდ სანამ თანმიმდევრობით ვითარდებოდა პროცედურა, სამწუხაროდ დამნაშავემ მოასწრო მიმალვა. გარწმუნებთ, რომ ძიება გაგრძელდება და დამნაშავე შესატყვისს მიიღებს. რეფორმები რა თქმა უნდა სამართალდამცავ ორგანოებში უნდა გატარდეს. რაც გაკეთდა კარგი იყო თუმცა არასაკმარისი. მოხდა დიამეტრალური ცვლილებები, მას შემდეგ რაც წინა ხელისუფლების დროინდელი სამართალდამცავები მოსახლეობაზე ძალადობდნენ. დღევანდელი პოლიცია ჩვენი სახალხო პოლიციაა და მადლობა უნდა გადავიხადოთ მათ. ნუ გავავრცელებთ ინფორმაციას ისე, რომ მთლიანად პოლიცია დავთრგუნოთ. მინისტრიც, მთავრობაც მოწოდებულია, რომ პოლიცია იყოს ხალხის გვერდში. შეგახსენებთ, კვლევებს საქართველო "ნაციონალური მოძრაობის" დროს შედიოდა 70 ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოებში, აღნიშნულ კვლევებს აკეთებს მსოფლიო ბანკი. დღეს, საქართველო არის მე-17 ადგილზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში“,-განაცხადა ივანიშვილმა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)