|
2016-09-12 12:41:45, 692 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: მე და დიმიტრი ხუნდაძე ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, კამერას რომ ვხედავდი, შაქარი მიწევდა
მე და დიმიტრი ხუნდაძე ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო. კამერას რომ ვხედავდი, შაქარი მიწევდა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მან ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ჩოჩელი იმ მაჟორიტარებში აერია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ შევიდნენ პარლამენტში, შემდეგ კი, „ქართულ ოცნებაში გადავიდნენ. „ მე ვთქვი, რომ „ნაციონალებიდან“ გადმოსულმა ჩვენმა მაჟორიტარებმა თავისი თავი თვითონ შექმნეს. ცეზარ ჩოჩელი იყო გუბერნატორი და არ ყოფილა იმ ჯგუფში, რომლებიც საარჩევნო სიაში იყვნენ და ჩვენთან გადმოვიდნენ. ჩოჩელი იყო გუბერნატორი, საერთოდ არ ვიცნობ მას და ის ზედმეტად დავახასიათე. ამაზე დიმიტრი ხუნდაძისგან საყვედურიც მივიღე და ნამდვილად შემეშალა. დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. ის იყო ჩემი ოჯახის ექიმი, სამწუხაროდ, ექიმობას ვეღარ ახერხებს. მცხეთასთან დაკავშირებით სულ მეხმარებოდა რჩევებით. საბოლოოდ, ისე აღმოვჩნდით, რომ მცხეთაში კანდიდატის გარეშე დავრჩით და მე ხუნდაძეს იქ მაჟორიტარობა შევთავაზე. ხუნდაძე პოლიტიკაში ასე მოვიდა. ჟურნალისტებთან შეხვედრებსაც ერთად ვსწავლობდით. კამერას რომ ვხედავდი ისე ვნერვიულობდი, შაქარი მიწევდა. ჩოჩელი დამოუკიდებელი კანდიდატია და მე ის გუნდის წევრად დავასახელე და ამერია ჩვენი გუნდის წევრში, გოჩა ენუქიძეში“,-აღნიშნა ივანიშვილმა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)