|
2016-09-12 11:46:34, 741 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი მოსახლეობის ბიზნეს გეგმებს გაეცნო
ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადამიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით და მიიღო ის სესხი, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხონში „ლელო 2014–ში“ და შ.პ.ს. „ივერიაში “ სტუმრობის შემდეგ განაცხადა. შ.პ.ს. „ივერიას “ დამფუძნებელი ავეჯის წარმოებაზე მუშაობს და პარალელურად სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებითაა დაკავებული. მეპატრონის ვალერი ქათამაძის განმარტებით სასათბურე მეურნეობის გასანვითარებლად საჭირო 100 ათასი ლარი აგრო კრედიტის ფარგლებში სახელმწიფოსგან ნულ პროცენტად მიიღო, რაც ბიზნესის ხარისხიან განვითარებაში დაეხმარა. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, კოოპერატივი „ლელო 2014“ ყოველდღიურად ერთ ტონა რძეს ამუშავებს. საწარმოში დღეისათვის ექვსი სახეობის ყველი იწარმოება, ასევე მზადდება კარაქი, ხაჭო და ყველა ტიპის რძის პროდუქტი, რომელიც სარეალიზაციოდ ადგილობრივ ბაზარზე გააქვთ. კოოპერატივში ათი ადამიანია გაერთიანებული და 25 თანასოფლელია დასაქმებული. სახელისუფლები კანდიდატი დეტალურად გაეცნო მათ ბიზნეს გეგმას და გაფართოებაში დახმარებას დაპირდა. "თუ არ დავიზარებთ და კონკრეტული გეგმით მივმართავთ სახელმწიფოს მივიღებთ იმ დაფინანსება , რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროკრედიტის ფარგლებში გვთავაზობს. ბიზნესის განვითარებით კი დავეხმარებით საკუთარ ოჯახებს, სოფლებს, ქალაქებს და ქვეყანას. ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადმიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა. (NS)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)