|
2016-09-10 17:23:56, 619 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური და ვალერი გელაშვილი მოსახლეობას შეხვდნენ
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში“ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალხიზის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამასა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. „ ჩვენი მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი წინაპირობა განვითარებული სოფლის მეურნეობაა , რომელიც მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას ეფუძნება. 2017 წლისთვის პრიორიტეტული სწორედ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარეება. ახალხიზელების ძირითად პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგენს ,რომელიც მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. განსაკუთრებული ყურადღება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაეთმობა. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სპორტული მოედნები მოეწყობა. მომავალი თაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარების ცენტრების შექნმა, რომელიც ჩვენი ხელისფლებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს“,- განაცხადა “ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხაშურის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან განაგრძობს შეხვედრებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი. „მინდა გითხრათ, რომ ამ რაიონში 4 წლის განმავლობაში ბევრი რამეა გაკეთებული-სოფლებში გაყვანილია გზები, განხორციელდა მათი გაზიფიცირება. დარჩენილია გარკვეული ნაწილი და კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები. დაუსრულებელი საქმეებიც არის, რა თქმა უნდა, და მე ჩავერთვები ამ პრობლემების მოგვარებაში“,-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
(NS)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)