21:40 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 17:21:48, 670 ნახვა

პოლიტიკა
„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - საინფორმაციო აქცია ამომრჩევლებისთვის

„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - ამ სახელწოდების აქცია გამართა დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“. ცესკოს წარმომადგენლებმა სავაჭრო ცენტრში მყოფ ამომრჩევლებს სწრაფი გადახდის აპარატში არსებული აპლიკაციის მოხმარების წესი გააცნეს, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი.

ამ სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. აღნიშნული აპლიკაცია სწრაფი გადახდის 7000 ტერმინალში 20 აგვისტოს გააქტიურდა; ამ დრომდე, სერვისით 10 801-მა მომხმარებელმა ისარგებლა.

სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული აპლიკაციის გარდა ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ. სიაში მონაცემების გადამოწმებისას მომხმარებელი ასევე იღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან 757 605-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics