15:18 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 16:56:46, 633 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ

საქართველს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

საქართველოს პრეზიდენტმა უნივერსიტეტში სტუმრობისას, სასწავლებელთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც უნივერსიტეტში, მედია მიმართულების გაძლიერებას და კულტურის მეცნიერების მიმართულების  საბაკალავრო პროგრამის გახსნას ითვალისწინებს.

პრეზიდენტმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე - საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და ერთერთი უმთავრესი ინსტიტუტის, პარლამენტის არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კამპანია ,,შენი ხმა ჩვენი მომავლია"  შესახებ ესაუბრა - საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისკენ და მოქალაქეობრივი ვალდებულების მოხდისკენ მოუწოდა.

,,მე მიმაჩნია, რომ როცა  საარჩევნო უბნებთან მივალთ შედეგად მივიღებთ  არა ორ დაპირისპირებულ ბანაკს,  ორ მტრულ ბანაკს, რომელიც ერთმანეთის განადგურებაზე ფიქრობს, არამედ რამდენიმე პარტიას პარლამენტში, სოციოლოგიური კვლევები ამის იმედის საფუძველს გვაძლევს.

როგორც ქართულ სიმღერაში და პოლიფონიაშია სხვადასხვა ხმები, რომლებიც ერთობლიობას ქმნიან, ასეთი განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ.

ეს არ არის ჩემი არჩევნები, დღეს მე თვითონ ვარ ამომრჩეველი,  რომელიც ცდილობს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ვის მისცეს ხმა, მაგრამ ეს არის არჩევნები, რომელიც ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი ლეგიტიმაციის პარლამენტი არის ის რაც მე როგორც ამომრჩეველს და როგორც პრეზიდენტს უმთავრეს მოთხოვნად   მაქვს ჩამოყალიბებული.

თქვენი ინტელექტუალური რესურსი უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ყველამ ერთად, რომ 8 ოქტომბერი იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, რათა ქვეყანა განვითარდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლექციის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics