21:40 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 15:42:56, 819 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნების“ გლდანი-მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად შეხვედრები გლდანის 1-ლი მკ/რნ-ის მე-14 კორპუსთან, მუხიანის მე-4ა მკ/რნ-ის 1-2 კორპუსების სკვერსა და მუხიანის მე-2 მკ/რნ-ის 32-ე კორპუსის მიმდებარედ გაიმართა.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდობასთან, მათ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი პარტიაა,  რომლისთვისაც მთავარი ჩვენი გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია. მეგობრებო, ჩვენი გზა - ევროპული გზაა, ჩვენი მიზანი - ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა”, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics