|
2016-09-10 13:32:43, 818 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: ბატონმა კობახიძემ ძალადობასთან დაკავშირებით პრეტენზიები საკუთარ გუნდს უნდა წაუყენოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი კობახიძის ბრალდებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებს სურს, წინასაარჩევნო პროცესი უსაფუძვლო ბრალდებების ასპარეზად გადააქციოს. „ძალადობრივ თავდასხმებსა და პროვოკაციებს რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ, რომ მსგავსი თავდასხმა კორცხელში უკვე მოხდა, ხოლო მოძალადეები დაუსჯელები დარჩნენ. ბატონი კობახიძე არასწორ ადრესატს ეძებს და მან ძირითადი პრეტენზიები საკუთარ ხელისუფლებას უნდა განუცხადოს, რომელმაც კორცხელში ძალადობის აღკვეთა ვერ მოახერხა. „ქართული ოცნება“ ყველანაირი გამოკითხვით არჩევნებს აგებს. როგორც ჩანს, წაგებული არჩევნების წინ გადაწყვიტეს, რომ წინასაარჩევნო პროცესი უსაფუძვლო ბრალდებების ასპარეზად გადააქციონ. ვფიქრობ, ეს ყოველივე მმართველ გუნდს ძალიან ცუდად დაუბრუნდება. ქართველი ამომრჩეველი ამ გაკოტრებული პოლიტიკური ძალისგან ახსნა-განმარტებას მოელის, თუ რატომ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში. მმართველ გუნდს ამის არგუმენტები არ გააჩნია - მათი წინასაარჩევნო პროგრამა აბსურდულია. ვფიქრობ, ჯობს არჩევნების წასაგებად წყნარად მოემზადონ“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას სამადაშვილმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერჯერობით პროვოკაციების მასშტაბი არ არის დიდი, თუმცა დინამიკა მზარდია.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)