|
2016-09-10 11:56:20, 2273 ნახვა
მსოფლიო
ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა
ბანგლადეშის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების დროს შენობაში 100-მდე მუშა იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. ექიმების ცნობით, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სახანძრო სამსახურებმა ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოახერხეს, სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ შენობაში რამდენიმე ადამიანი დარჩენილი იყოს. მედიის ცნობით, ბანგლადეშში მოქმედი ქარხნების უმეტესობაში უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილი არ არის. 2013 წელს, ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)