20:48 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 17:29:16, 953 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ყიფიანი: ლაგაზიძე სიაში ვერ მოხვდა, გაბოროტდა და აბსურდული ბრალდებები გააჟღერა

პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრის ირაკლი ყიფიანის განცხადებით, ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებები მოგონილია და ის სიაში სასურველ ადგილას ვერმოხვედრის გამო გაბოროტდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ყიფიანმა განუცხადა, თუ რაიმე პრობლემები იყო პარტიაში, მაშინ ლაგაზიძეს ეს ყოველივე 8 ოქტომბრამდე ეთქვა.

„ლაგაზიძე ათას რაღაცას იტყვის, ქალი გაბოროტებულია. მე მიწევს მის მოგონილ ისტორიებზე კომენტარის კეთება. სიების შეჯერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბურჭულაძის პარტიამ მიიღო. ვინ რა გააკეთ, ვინ რა პროდუქტი დადო, ვის რა პოტენციალი აქვს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი მხრიდან გაჟღერებული ინიციატივები გაიტანოს - საარჩევო სია აი, ამ პრინციპების მიხედვით დაკომპლექტდა. შესაბამისად, ხათუნა ლაგაზიძე სიაში მისთვის სასურველ ადგილას ვერ მოხვდა. შესაბამისად, ლაგაზიძე გაბოროტდა და ემოციურ ფონზე დატოვა პარტია და აბსურდული ბრალდებები გააკეთა. რეალურად, ის თუ რაიმე პრობლემებს ხედავდა, მაშინ 8 ოქტომბრამდე, სიის დასახელებამდე ეთქვა. მეტსაც გეტყვით - ლაგაზიძე მისთვის სასურველ ადგილას რომ ყოფილიყო, დღეს იტყოდა, რომ ბურჭულაძის გუნდი მისთვის სასურველია და ა.შ.“, - განაცხადა ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძე „გირჩზე“ გაიყიდა და პარტიის სიის ფორმირებაში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მიიღეს მონაწილეობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics