|
2016-09-09 09:25:41, 670 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ 4 წლის თავზე თვისობრივად სხვა ქვეყანას მივიღებთ
„ჩვენს მოსახლეობას უნდა გავაცნოთ გეგმა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ უნდა იცხოროს საქართველომ, რა შედეგების მიღწევას ვგევმავთ და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მოქალაქეების ცხოვრების პირობები, როგორ განვავითაორთ საქართველო უკეთეს წერტილამდე, როგორ მოვახდინოთ გარღვევა ქართული ეკონომიკის განვითარებაში“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერმა ეკონომიკურ სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის მომავალი გეგმა ქვეყენას ფიზიკურად და ხარისხობრივად შეცვლის. „ეს არის მიღწევადი და ამის განხორციელებას ჩვენ ვაპირებთ არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა საწყისი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ეს გახლავთ 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ემყარება იმ საფუძველს, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნა. გასული ოთხი წლის განმავლობაში მოვახდინეთ მნიშვენლოვანი გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში, ეს არის წნეხისგან გათავისუფლებული ბიზნესი, დაცული საკუთრების უფლება, მეწარმეობის ხელშწყობა, მრავალრიცხოვანი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. სწორედ ამ საფუძველს ეყრდონობა ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომილს სწრაფი განხორცილებაც მოიტანს ნამდვილ ეკონომიურ გარღვევას და ოთხი წლის თავზე ჩვენ მივიღებთ თვისობრივად სხვა ქვეყანას",-განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)