|
2016-09-08 18:26:29, 1249 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ცესკო-ში საარჩევნო სია შეიტანა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ცესკო-ში საარჩევნო სია შეიტანა. ცესკო-ში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სია 155 ადამიანისგან შედგება და სიის პირველი ნომერია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. „ჩვენ წარვადგინეთ პარტიული სია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი სია დაკომპლექტებულია გამორჩეული და ღირსეული პიროვნებებით. ხშირად ვსაუბრობდით განახლების აუცილებლობაზე, განახლებაც არის ის შედეგი, რომელიც მიღწეულია. ჩვენ დაპირება შევასრულეთ, განახლებული და ძალიან ღირსეული სიით წარვდგებით ამ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის წინაშე და ეს იქნება ერთ-ერთი საფუძველი ჩევნი დამაჯარებელი გამარჯვებისა. ჩვენ სიაში 155 კაცია წარმოდგენილი. სიის პირველი და მეორე ნომრები გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დღესვე "ქართულმა ოცნებამ”საარჩევნო სიის პირველი ათეული გაასაჯაროვა. სიის პირველ სამეულში არიან გიორგი კვირიკაშვილი, კალხა კალაძე, ირაკლი კობახიძე. "ქართული ოცნების" პარტიის პროპორციული სიის პირველი ათეული ასეთია: გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამუნა ხულორდავა, რომან კაკულია, სოფო ქაცარავა, ირინა ფრუიძე.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)