19:51 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 16:24:11, 715 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს

 საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრაზე გააკეთა.

მარგველაშვილის თქმით, სამწუხაროდ, დღეს ხდება ახალგაზრდა დემოკრატიების და მათ შორის საქართველოს დასჯა იმ მცდლობებისთვის, რომელიც დასავლური ინტეგრაციის გზით აქვთ.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვმუშაობთ დაპირისპირებულ პარადიგმაში. დღეს ხდება ახალგაზრდა დემოკრატიების და მათ შორის საქართველოს დასჯა იმ მცდლობებისათვის, რომელიც გვაქვს დასავლური ინტეგრაციის გზით. ესაა გამოწვევა ყველა ჩვენთაგანისათვის, მათ შორის ნატო-სთვისაც. საერთო უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაში ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ. ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის იმ ქვეყნის, რომელთანაც ჩვენ გვაქვს სირთულეები, იმ ქვეყნისა, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ანუ რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული საქართველოს, ან რომელიმე მეზობელი ქვეყნის ოკუპაციის გზით. 21-ე საუკუნეში ადამიანებს შორის გამყოფი კედლების აგება არის არაბუნებრივი და არარეალისტური. ამ კონფრონტაციას არ აქვს შედეგი. ყველა მხარე წაგებულია.საქართველოს ოკუპაციით, რუსეთმა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, როგორც ქვეყანას, რომელიც დინამიურად ვითარდებოდა და ვითარდება რეგიონში.საქართველოს ოკუპაციით ვერ მოიგეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგანაც მათ გაურკვეველი პერსპექტივა აქვთ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, რუსეთმა თვის თავს მიაყენა დარტყმა თავისი საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით.საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics