12:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 16:14:17, 625 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.

უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზებს, აღინიშნა, რომ ალიანსი მზად არის გააძლიეროს ჩართულობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში მისი პირადი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდგომ მიხეილ ჯანელიძემ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

სადილის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე. დეტალურად იქნა განხილული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და მასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი და საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას.

 მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკისადმი ურყევი მხარდაჭერა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ უფრო ეფექტურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ალიანსში მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში. აღინიშნა, რომ საქართველო არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის.

  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics