|
2016-09-08 14:49:43, 936 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ღმერთს ივანიშვილი საქართველოს დირექტორად არ დაუსვამს - რა უნდა რას გვემართლება
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ივანიშვილს „რესპუბლიკელების“ საშიშად მიაჩნია და ასეც უნდა იყოს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ბერძენიშვილმა განუცხადა, ივანიშვილი ჭკვიანი რომ იყოს, „რესპუბლიკელებს“ ასე არ შეეხებოდა. „ივანიშვილს „რესპუბლიკური პარტია“ ყელში გაეჩხირა იმიტომ, რომ ეს პარტია ქართულ საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. ბიძინა ივანიშვილის კვლევებით კი, წესით, ჩვენ საოზგადოებაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს. ივანიშვილს ბერძენიშვილების, უსუფაშვილის, ხიდაშელის, ზურაბიშვილისა და კორძაიას ტელევიზიებში ხშირი გამოჩენა ნერვებს უშლის. ყოფილ პრემიერს ჰგონია, რომ ამას რომ იტყვის, ჟურნალისტებს ჩვენს მიმართ ინტერესი დაეკარგებათ. „რესპუბლიკელებზე“ ამბობს, რომ რეიტინგი არ გვაქვს და მაგათი არ მეშინიაო, მაგრამ რომ ვლაპარაკობთ, ეს არ მოწონს. ჩვენი კრიტიკა, როგორც ჩანს ივანიშვილს საშიში ჰგონია. დიახ, გონივრული კრიტიკა ძალიანაც საშიშია. „რესპუბლიკური პარტია“ ჯობს ვინმეს მეგობარი იყოს, ვიდრე მასთან დაპირისპირებული. ჩვენ გვყოფნის იმის რესურსი, რომ ვინმე სამართლიანად გავაკრიტიკოთ. თუ ჭკვიანი ივანიშვილი ჩვენს პარტიას ასე არ შეეხებოდა. თუმცა, ივანიშვილი არის ბიზნესმენი და პოლიტიკაში ბევრი რამ ვერ გაიგო. მისი აზროვნებაა, რომ სახელმწიფო არის თვითონ. თუმცა, ღმერთს ივანიშვილი საქართველოს დირექტორად არ დაუსვამს. გაუგებარია რას გვერჩის და რას გვემართლება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სამეგრელოში მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებს“ კოალიციის დასუსტება სურდათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)