|
2016-09-08 14:47:16, 750 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ხახუბია ფოთში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქის ბაზრის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მიერ წამოჭრილი მოსაგვარებელი საკითხების ნუსხა მოისმინა. ირაკლი ხახუბია ადგილზე გაეცნო გარემოვაჭრეების, მეთებზეების და იქ დასაქმებულთა პრობლემებს. აქცენტი გააკეთა ხელისუფლების მხრიდან უკვე განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ მეწარემეებისათვის მმართველი გუნდი მომავალშიც არაერთი ხელიშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებისა თუ დამხმარე პროგრამის ამოქმედებას გეგმავს. ირაკლი ხუხუბიამ ასევე წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა მალთაყვის უბანში ნინოშვილის და ჭონქაძის ქუჩის მოსახლეობასთან, სადაც იმ ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა რომლის განხორციელებაც სამომავლოდ არის დაგეგმილი. ტაბიძის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე კი მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია დევნილთა პრობლემებს გაეცნო. ირაკლი ხახუბიას განცხადებით „სახელმწიფო მიდგომა ოკუპირებული რეგიონებიდან გადაადგილებული პირების მიმართ, წინა წლებთან შედარებით რადიკალურადაა შეცვლილი. დევნილთა უფლებების დაცვა ხელისუფლებისათვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“. ირაკლი ხახუბიამ დევნილთა დასახლებაში გამართულ შეკრებაზე მთავრობის მიერ განხორციელებულ C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში ტურიზმის განვითარებას დ დევნილების ჩართულობას სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)