|
2016-09-08 14:05:03, 756 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ყველაზე დიდ შეცდომად მარგველაშვილს ვთვლი
გიორგი მარგველაშვილს ვთვლი ჩემ ყველაზე დიდ შეცდომად, - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ყოფილი პრემიერის განცხადებით, პრეზიდენტი დიამეტრულად იცვლის ხასიათს თინეიჯერის დონეზე, „სწორედ ამიტომ, გიორგი მარგველაშვილი არის უხეში გადაცდომა, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ.“ „ბოდიში მოვიხადე საზოგადოების წინაშე. არ მინახავს ამ ხნის კაცი დიამეტრულად იცვლიდეს ხასიათს თინეიჯერის დონეზე. ეს კაცი საკუთარ თავთან გარკვევაშია. ეს მისი პრობლემაა, რომელიც ვერ გავითვალისწინე. როდესაც გამოაცხადა, რომ ივანიშვილთან არის დაპირისპირებაში და ამ სასახლეში იმიტომ შევიდა, ეს ასე არ არის, ის საკუთარ თავთან არის დაპირისპირებაში“, - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე შეფასებით, ღარიბაშვილი იყო ძალიან კარგად შერჩეული, ასევე ნარმანიაც. „ღარიბაშვილი ღირსეულად წავიდა პოსტიდან და ვთვლი, რომ შეცდომა არ დამიშვია. რაც შეეხება ნარმანიას, ის არის ძალიან მეთოდური, განათლებული, კარგი მენეჯერი. შეადარეთ ერთმანეთს როგორ იმართება თბილისი ახლა და როგორ იმართებოდა 2012 წლამდე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემის აგორება მაინც მოახერხა. ნატა ფერაძე არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ეს ადამიანები ნარმანიას კარვებს უდგავენ. თბილისი არის რთული სამართავი და ნარმანიას დროს გაიზარდა. ჩემი დამოკიდებულება თუ გნებავთ, არც ნარმანია არის უნაკლო. კომუნიკაციის პრობლემები აქვს, მაგრამ ზოგად სტანდარტებს იცავს, არავის უთქვამს, რომ თუნდაც კორუფციაშია შემჩნეული, გარდა ნატა ფერაძესი და მსგავსი ადამიანებისა“, - განაცხადა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერის ინფორმაციით, დღევანდელ გუნდს რა თქმა უნდა კვირიკაშვილი, კალაძე, კობახიძე და სხვები აკომპლექტებენ. „მე მონაწილეობას დაკომპლექტებაში არ ვიღებ. არც ერთი მაჟორიტარი ჩემი დასახელებული არ არის. 2-3 კაცზე მივეცი რეკომენდაცია, ისიც მხოლოდ 1 გაითვალისწინეს“, - აღნიშნა მან.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)