10:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 13:01:10, 711 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ღმერთმა დამიფაროს უსუფაშვილის კონკურენტი ვიყო

მე უსუფაშვილს შევთავაზე „რესპუბლიკელების“ დატოვება და კიდევ კარგი არ გამოვიდა. მან საკუთარი ბოლო გამონათქვამებით დამარწმუნა, რომ ჭარბი რესურსი არ ჰქონდა. ღმერთმა დამიფაროს მე უსუფაშვილის კონკურენტი ვიყო, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, „რესპუბლიკელები“ მის მიერ ნათქვამ 1%-იან რეიტინგზე გაღიზიანდნენ, „თუმცა რეალურად ყველა კვლევაში, 1%-ზე დაბალი რეიტინგი აქვთ“.

“იმის მაგალითი, რომ მათ რესურსი არ აქვთ მარგველაშვილიც მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ. როდესაც მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში შევიდა, მე ვესაუბრე უსუფაშვილს და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ უნდა გვეთქვა, რომ ეს უკანონობაა და მარგველაშვილი წელიწადში დამატებით 10 მილიონ ლარს ხარჯავს. მიუხედავად ამისა, უსუფაშვილი გამოვიდა და მარგველაშვილის ეს საქციელი „გააპრავა“. ის ეძებდა დამატებით რესურს მარგველაშვილის სახით და როგორი რესურსით იპოვა ვნახეთ. დავით ბერძენიშვილი იმით ამაყობდა, რომ ის მარგველაშვილს არ აკრიტიკებდა. ყველაზე დიდი უნიჭობა, რაც მათ გამოავლინეს - ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების მიღწევები მიიწერონ თავადაც, ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებენ. მე უსუფაშვილს შევთავაზე „რესპუბლიკელების“ დატოვება და კიდევ კარგი არ გამოვიდა. მან საკუთარი ბოლო გამონათქვამებით დამარწმუნა, რომ მას ჭარბი რესურსი არ ქონდა. ღმერთმა დამიფაროს მე უსუფაშვილის კონკურენტი ვიყო. 1%-ზე რომ გაღიზიანდნენ მათ ყველა კვლევაში უფრო დაბალი რეიტინგი აქვთ. თუმცა, ეს ის პარტია არაა, რომ ხალხს ვუთხრა - მათ ხმა არ მისცეთ-თქო“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და ამჯერად, სამეგრელოს  რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics