|
2016-09-08 12:58:30, 765 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „რესპუბლიკელებს“ სურდათ, როგორმე დაესუსტებინათ კოალიცია და უსაფრთხოების სამსახური
სამეგრელოში მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხშირად მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები თანხვედრაში მოდიოდა. ივანიშვილის თქმით, „რესპუბლიკელები“ ცუდი პარტნიორები იყვნენ. „„რესპუბლიკელებს“ ჩემგან ბევრი საქებარი სიტყვა შეხვდა. „რესპუბლიკური პარტია“ ძველი პოლიტიკური სუბიექტია, არიან თანმიმდევრულები, დიდ პატივს სცემენ პროცედურულ დემოკრატიას, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. აქვე იმასაც ვიტყვი თუ რატომ გავაკრიტიკე ეს პარტია. მე გავიხსენებ კოალიციაში „რესპუბლიკელების“ როლს. უსუფაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და ყველაზე მეტ დროს სწორედ მასთან ვხარჯავდი. დიდი იმედი მქონდა, რომ ისინი საკუთარ გამოცდილებასა და იურიდიულ განათლებას კოალიციაში შეიტანდნენ. საუბედუროდ, საპირისპირო რამ მოხდა. უფრო მეტიც, ისინი 4 წლის განმავლობაში ცუდი პარტნიორები იყვნენ. ძალიან ბევრ პრინციპულ თემაზე ისინი კოალიციის ოპოზიციაში იყვნენ. მაგალითად, როდესაც უსაფრთხოების სამსახური პოლიციას გამოეყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ამ პარტიას ყავს ძალიან კარგი იურისტები - ხმალაძე, უსუფაშვილი და ა.შ., მაგრამ რა დავინახეთ? მათი ცოდნა საქმის საწინააღმდეგოდ წარიმართა. უსუფაშვილი და ხმალაძე დღეში ორ-ორ კანონპროექტს იგონებდნენ მოსმენებთან დაკავშირებით. დიახ, მოსმენები იყო პრობლემა, მაგრამ დღეს უსაფრთხოების სამსახური მოსმენებს ბოროტად არ იყენებს - ამის არცერთი შემთხვევა არ არის. „რესპუბლიკელებს“ სურდათ, როგორმე დაესუსტებინათ კოალიცია და უსაფრთხოების სამსახური. ასეთი შთაბეჭდილება დატოვეს მათ იურისპუდენციის საკითხებში. იკვეთებოდა დიდი ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკელების“ მიზნები თანხვედრაში მოვიდა, რომ უსაფრთხოების სამსახური დაესუსტებინათ. ეს მქონდა მხედველობაში, როდესაც მათზე ვსაუბრობდი“, - განაცხადა ივანიშვილმა შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და ამჯერად, სამეგრელოს რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)