10:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 11:55:50, 732 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ამერიკის ბაზებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის განცხადება უპასუხისმგებლობაა

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ამერიკის ბაზები განლაგდება, ამას, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოყვეს, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება.

„დავით უსუფაშვილი მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლობაა. საქართველოშ ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მით უმეტეს, ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგება სერიოზული საფრთხის შემცველია. ეს იქნება პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვეს, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. რუსეთმა ამის საპასუხოდ, შეიძლება, საპასუხო ნაბიჯები გადადგას და საქართველო ესკალაციის ზონა გახდეს. რაც სავსებით ბუნებრივი იქნება“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს და ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics