|
2016-09-08 11:21:12, 651 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ნატო რასაც გვპირდება, ასრულებს
„ზოგადად, ნატო რასაც გვპირდება, ასრულებს. შეგვპირდნენ, რომ 2016 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდებოდა საქართველოში და ეს პირობა შესრულდა”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმებით ნატო-ს წევრი ყველა სახელმწიფო კმაყოფილია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრას, ნაყოფიერი უწოდა: ამით ორივე მხარეს - საქართველოს და ნატოს გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, უფრო სწორედ შუა საარჩევნო კამპანიაში საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიები ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ ჩვენი სვლა ნატოსკენ წარმატებულია და ყოველი დღე გვაახლოებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას, როცა ქვეყანა იქნება საბოლოოდ და სამუდამოდ დაცული და ჩვნი უსაფრთხიება გარანტირებული იქნება. ამ შეხვდერაზე საშუალება გვქონდა, ჩვენი პოზიციები გამოგვეთქვა. დილით ნატოს გენმდივანს შევხდვი, სადაც კონკრეტულ თემებზე ვისუაბრეთ. უფრო ფართო ფორმატში, ნატოს წევრი სახელმწიფოების პოზიცია მოვისმინეთ, რომ არა მხოლოდ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა შეუქცევადი პროცესი, არამედ მანამდეც ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამაა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. საქართველოში მიმდინარე რეფორმებით ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო კმაყოფილია. ცხადია, მათაც გვითხრეს, რომ გვაქვს მეტი გასაკეთებელი სასამართლოს და სხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა და შეხვედრის დროს და მოხარული ვარ რომ ეს პირობა შესრულდა, ისევე როგორც შესრულდება ბუქარესტის სამიტის დაპირება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)