2016-09-07 14:06:35, 624 ნახვა
პოლიტიკა
კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა
პარლამენტის პლენარული სესია ამ დრომდე არ დაწყებულა.
სხდომა 13:00 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო, მერვე მოწვევის პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში ბოლო შეკრებას ვერ ახერხებს.
ცნობისთვის, თუ პლენარული სხდომა ჩატარდება, პარლამენტი დღეს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრის კენჭს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან