2016-09-06 19:47:09, 714 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი ქუთაისში, თაბუკაშვილისა და ხუნდაძის ქუჩაზე იმყოფებოდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ქუთაისში, თაბუკაშვილისა და ხუნდაძის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც კარდაკარის პარალელურად ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და გზებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„დიდი მადლობა თითოეულ მაცხოვრებელს გულთბილი დახვედრისთვის. მინდა ავღნიშნო, რომ ხუნდაძის ქუჩაზე დღემდე არის მოუწესრიგებელი გზისა და ინფრასტრუქტურის პრობლემა", - განაცხადა წერეთელმა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან