07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 15:31:08, 743 ნახვა

პოლიტიკა
EUobserver: საქართველო დღეს არის უფრო სტაბილური, დემოკრატიული და განვითარებული, ვიდრე ოდესმე

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, - ამ სათაურით EUobserver-ი სტატიას აქვეყნებს. 

როგორც სტატიის ავტორი კლერ მუდი წერს, არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო მოვლენებმა ევროკავშირის ერთიანობა და საგარეო ნდობა სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა. 

“ევროკავშირს ძალიან სჭირდება წარმატებული ისტორია. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო მოვლენებმა ევროკავშირის ერთიანობა და საგარეო ნდობა სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა: “ბრექსითი”, მიგრაციაზე რეაგირებასთან, ტერორიზმზე ევროკავშირის საპასუხო ქმედებებთან დაკავშირებით საზოგადოების უთანხმოება, უსაფრთხოების პრობლემები. ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს სწრაფვამ, მოიპოვოს უვიზოდ მოგზაურობის უფლება შენგენის ზონაში, მრავალი შეყოვნება განიცადა,  იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა 2015 წლის დეკემბერში აღიარეს როგორც “მზადმყოფი”. ახლა ევროკავშირმა უნდა მიიღოს საქართველოს წარმატება”, - წერს სტატიის ავტორი. 

კლერ მუდი აღნიშნავს, რომ ფურცელზე მესამე ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვების პროცედურა საკმაოდ მარტივი ჩანს - ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული რაოდენობის მკაცრი კრიტერიუმები, რისი შეფასებაც პერიოდულად დიალოგებისა და ანგარიშების საშუალებით მოხდება. 

“ევროპული სამეზობლო პოლიტიკა მხარს უჭერს ასეთ მიდგომას  -  მეტი მეტის ნაცვლად, ჯილდო რეფორმებისთვის. ეს არის უსაფრთხოებისა და განვითარებისადმი ევროკავშირის ცნობილი “რბილი ძალის” მიდგომა. ამის შესაბამისად, საქართველომ 2012 წლის შემდეგ მაოხდინა შვიდი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება, ასევე მიიღო რვა ეროვნული სტრატეგია, 60 საკანონმდებლო შესწორება და დაახლოებით 70 ქვეაქტი, ინსტრუქცია და რეგულაცია”, - ნათქვამია სტატიაში.

“იმის მიუხედავად, რომ გამოწვევები კვლავ რჩება, საქართველო დღეს არის უფრო სტაბილური, დემოკრატიული და განვითარებული, ვიდრე ოდესმე - ევროკავშირისთვის საიმედო პარტნიორი და პროგრესის ბრწყინვალე მაგალითი რეგიონში, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,  - წერს  კლერ მუდი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ  ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი “სტაფილო”, რომელსაც ევროკავშირი თავის მეზობელ ქვეყნებს სთავაზობს. ეს არის ის, რითაც უკვე სარგებლობს 58 ქვეყანა, ალბანეთიდან ვენესუელამდე.

როგორც ავტორი წერს, ვიზალიბერალიზაცია არის ერთგვარი ჯილდო რეფორმების სანაცვლოდ, რომლებიც ხშირად სახელმწიფოსთვის ძვირი და მტკივნეულია. ადამიანური კონტაქტების გაძლიერება აძლიერებს სტაბილურობას, რადგან ხალხი ითვისებს ევროპულ ღირებულებებს და აყალიბებს ქსელს, როგორც ფართო ევროპული ერებს ოჯახის წევრი. ეს ასევე შეესაბამება ევროკავშირის გრძელვადიან ინტერესებს. როგორც ავტორი მიიჩნევს, საქართველოს მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა და ბეჯითად იშრომა ევროკავშირის მკაცრი კრიტერიუმები არა მხოლოდ დააკმაყოფილა, არამედ გეგმა გადაჭარბებითაც კი შეასრულა.

“თუმცა, ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება  რამდენჯერმე გადადო, პირველად იმ იმედით, რომ იმავე  პრივილეგიებს ერთდროულად უკრაინასაც მიანიჭებდა, შემდეგ კი თურქეთთან შეთანხმების მიღწევის პრიორიტეტად დაყენებით”, - წერს ავტორი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ვიზალიბერალიზაცია ტექნიკური პროცედურაა და პოლიტიზებული არ უნდა იყოს.

"თუმცა თუ რეალობაში ყველაფერი ყოველთვის პოლიტიკურია, მაშინ ყველა პოლიტიკური არგუმენტი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა და პარტნიორობა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. ქვეყნის დემოკრატიული რწმუნება არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ადამიანის უფლებების, კორუფციისგან თავისუფლების, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით მუდმივად მზარდი რეიტინგის ხმა. ჩვენ ბრიუსელში მუდამ აღვწერთ ამ ქვეყანას როგორც "სამაგალითო სტუდენტს" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე სახელმწიფო". ეს არის ცარიელი სიტყვები, თუ ისინი ჩვენი ვალდებულებების შესრულებას არ ემთხვევა. ევროკავშირი უკიდურესად საჭიროებს წარმატებულ ისტორიას მის სამეზობლოში. ჩვენ ვერ ვკრავთ ხელს ჩვენს მოგობრებს ან ვერ ვენდობით მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ევროკავშირის შეთავაზებები ტყუილი დაპირებებია", - წერს კლერ მუდი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა და ევროკავშირისადმი საზოგადოების მხარადჭერის დონე საქართველოში ბევრად მაღალია, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში; საქართველო ევროპას ხედავს როგორც თავისუფალს, სამართლიანსა და ერთიანს მაშინ, როდესაც ეს ხდევა სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა.

“ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეყოვნება მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დააკმაყოფილა ევროკავშირის მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნა, ჩვენდამი, როგორც რბილი ძალისადმი, ნდობას დააზარალებს და შესაძლოა, აისახოს მთელს რეგიონში ევროკავშირის გავლენაზე. საქართველო არის მარტივი გამარჯვება. გარიგების საკუთარი ნაწილის პატივისცემით, ევროკავშირი მიიღებს ბევრად მეტს, ვიდრე დაკარგავს”, - წერს კლერ მუდი EUobserver-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

კლერ მუდი არის ბრიტანელი  ევროპარლამენტარი,  რომელიც არის ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics