|
2016-09-06 15:06:09, 657 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი სოფელ შალაურის ამომრჩეველს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სოფელ შალაურის N40 უბნის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ სიკეთეებზე ისაუბრა. „აღსანიშნავია ის, რომ ჯანდაცვის მიმართულებით 3 მილიარდი ლარი იხარჯება, 2015 წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას გულისხმობს,თითოეული პაციენტის მკურნალობა დაახლოებით 94 000 დოლარი ღირს.ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელმაც მისცა საშუალება ადამიანებს დაემარცხებინათ C ჰეპატიტი“, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებს- სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამები უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოები. მან ასევე ისაუბრა ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს ვცხოვრობთ უსაფრთხო და სტაბილურ ქვეყანაში, რაც განაპირობებს ტურიზმის განვითარებას არამარტო კახეთში, არამედ მთელს საქართველოში“,- აღნიშნა მან. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოსახლეობის მხრიდან სოფელში არსებული პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზები დასახა.
(NS)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)