06:14 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 14:11:37, 708 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი დღის წესრიგი, ნათლად არის განსაზღვრული - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დიდად არის დაინტერესებული, რომ რეგიონში სტაბილურობა შენარჩუდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ"  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„გარემო გამოწვევებით არის სავსე. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ დემოკრატია განვითარდეს ჩვენს სამეზობლოში. ჩვენ გვაქვს საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც  ნათლად არის განსაზღვრული - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ გზაზე და ახორციელებს ყველაფერს, რაც მოცემულია ჩვენს მთავარ დოკუმენტში, ასოცირების შესახებ შეთანებაში. ჩვენ ჩვენი კანონმდებლობის რეფორმებს ვახორციელევთ.  მნიშვნელივანია, რომ ჩვენ განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებიც გათვალისწინებულია თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების საკითხები უმნიშვნელოვანესია საქართველოს განვითარებისა  და ეცროტლანტიკური ინტეგრაციისთვის.

„ეს არის ერთადერთი ფორმულა, რომ დამყარდრს მშვიდობა დიდი ხნის განმავლობაში და უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული განვითარება, იმ რეფორმების მდგრადობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ძალიან გვიხარია, რომ არსებითი პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდა ვარშავის სამიტის შემდეგ. ეს უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო შესაძლებლობების ამაღლებას, ასევე ნატო-ს ჩართულობას“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics