|
2016-09-06 13:00:52, 2351 ნახვა
მსოფლიო
ჰილარი კლინტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საფრთხეზე საუბრობს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავისი საარჩვენო შტაბის თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, დემოკრატიულ პარტიაზე მოსკოვის მხრიდან სავარაუდო კიბერთავდასხმები საარჩევნო პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ სერიოზულ კითხვებს ბადებს. კლინტონის თქმით, ამ ფაქტით შეშფოთებულები უნდა იყვნენ როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები. მან ასევე აღნიშნა, რომ მის რესპუბლიკელ მეტოქეს, დონალდ ტრამპს დიქტატორებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ცნობისთვის, როგორც გამოცემა The Washngton Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, გამოძიების ფედერალური ბიურო და ეროვნული სადაზვერვო სამსახური აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლისკენ მიმართული მოსკოვის სპეცოპერაციას იძიებენ. გამოცემის ცნობით, ოპერაციის მიზანს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ამერიკელების ნდობის შერყევა წარმოადგენს. გამოძიების ინფორმაციით, ოპერაციის დროს რუსული მხარე საარჩევნო სისტემების გასატეხად კიბერინსტრუმენტების გამოყენებას გეგმავს.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)