|
2016-09-06 12:32:15, 730 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა, რომელიც, ოფიციალური ვიზიტით, თბილისში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა სფეროში საქართველო-შვეიცარიის თანამშრომლობას შეეხო. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელსაც შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას მოეწერა ხელი. მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების ზრდის პერსპექტივაზე. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა შვეიცარიის დახმარების როლი, საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში. მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, განათლებისა და მმართველობის სისტემის რეფორმირებას და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გულისხმობს. შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს წევრი, ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტი ტომას აესკი, შვეიცარიის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი კლაუდიო ფიშერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში, ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)