06:16 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 11:30:33, 623 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაცია არჩევნების პროცესზე მიბმული არ იქნება

 "ვიზალიბერალიზაცია არ იქნება მიბმული არჩევნების პროცესზე, ეს არის საკითხი, რომელიც გადაწყვეტილია", - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერაზალიციით საქართველოს  ინტეგრაციის პროცესი არ სრულდება, რადგან ხელისუფლებას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.

"საქართველოს აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც კომისიის, ისე პარლამენტის მხრიდან. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დონეზე მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი მიღებული, აქედან გამომდინარე, იმედია, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. მთავარი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ორმხრივად ყველაფერი გაკეთდა, სამოქმედო გეგმა შესრულდა, არის პოზიტიური განწყობა, აქედან გამომდინარე, პროცედურებს დაველოდოთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები გავლენას იქონიებს თუ არა ვიზალიბერალიზაციაზე, ჩვენთვის, როგორც ევროპული სახელმწიფოს მშენებელი საზოგადოებისთვის, არჩევნები არ არის გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ვიზალიბერაზალიციით ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არ სრულდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც უკავშირდება მომავალი სამი წლის დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯით დავიწყებთ ამ სვლას. ჩვენ უკვე 3 თვეა ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში  და ვიხილეთ უპრეცედენტო, ღია, სამართლიანი გარემო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics