21:49 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 12:43:02, 474 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან რამდენიმე შეკითხვა ექნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ზაქარია ქუცნაშვილს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან საკომიტეტო მოსმენისას რამდენიმე შეკითხვა აქვს.

დეპუტატს აინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა ლარის დევალვაციასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება და წინასწარ შემარბილებელი ზომების მიღება.

„ბუნებრივია საზოგადოებრივი ინტერესი ამ მოსმენის მაღალია. ის, რომ ლარის დევალვაცია არის მათ შორის დიდწილად რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური პროცესების შედეგი, ეს უკვე აღიარებულია საექსპერტო საზოგადოებაში. ჩემთვის აქტუალურია ორი შეკითხვა, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების პროგნოზირება და შეიძლებოდა თუ არა წინსწრებით შემარბილებელი ზოების მიღება. ამ ორ შეკითხვაზე პასუხი წარმოშობს შემდეგ შეკითხვაზე, რომელი სახელმწიფო ორგანო არის პასუხისმგებელი ამ შემარბილებელი ღონისძიებების დროულ გატარებაზე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება რიგგარეშე სხდომაზე მისვლის საკითხს, ქუცნაშვილის განცხადებით, ის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„რიგგარეშე სხდომაზე ჩემს გარდა მე მგონი, არავინ დადის. მე, მანანა კობახიძე, დიმიტრი ხუნდაძე, დათო ლორთქიფანიძე დავდივართ, ამიტომ აღარ ვაპირებ ამ ჩემს პატივცემულ კოლეგებთან ერთად უმცირესობაში ყოფნას“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკუ ვითარებასთან დაკავშირებით, ეკონომიკური გუნდის მინისტრების საკომიტეტო მოსმენა ხუთშაბათს, პრეზიდენტის მოწვევით რიგგარეშე სხდომა კი პარასკევს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics