04:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 21:15:27, 762 ნახვა

პოლიტიკა
LIBE-ს კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ანგარიშზე კენჭისყრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) კენჭი უყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელის მარია გაბრიელის (EPP) ანგარიშს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ. მომხსენებლის მიერ წარდგენილ ანგარიში დამტკიცდა კომიტეტის წევრთა დიდი უმრავლესობით. ამასთან, განისაზღვრა ევროპარლამენტის მხრიდან მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მიღებული მანდატის საფუძველზე ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოსთან კონსულტაციების მეშვეობით შეათანხმებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით 539/2001 რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრისა და რეგულაციის მიღების შემდეგ ცვლილებას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics