|
2016-09-05 18:07:00, 788 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართულიოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მე-10 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. იგი ისნის რაიონის მოსახლეობას ეკონომიკური, სოციალური, დასაქმებისა და ახალგაზრდული პოლიტიკების მისეულ ხედვაზე ესაუბრა. ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინდუსტრიული განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ისნის რაიონი წარსულში ძლიერი ინდუსტრიული დასახლება გახლდათ. აქ იყო უამრავი საწარმო და ფაბრიკა. საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ უგულველყოფილი იყო ინდუსტრია, რამაც გამოიწვია ამ დარგის თითქმის სრული გაქრობა, რაც, რა თქმა უნდა, ისანზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ რაიონზე, მძიმედ აისახა. ჩვენი რაიონის განვითარებისთვის აუცილებელია ამ პოტენციალის გამოყენება და ეტაპობრივი აღორძინება’’,- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა. დღეს ბექა ნაცვლიშვილი აწყურის, ქეთევან წამებულის, კობარეთისა და გუდარეხის ქუჩების მოსახლეობას შეხვდება.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)