04:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 14:45:16, 696 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ ადამიანს არ ვემსახურებით და ივანიშვილმა ეს ვერ გვაპატია

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ნინო გოგუაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „კაბელების საქმეზე“ დაკავებული ადამიანები, ციხეში მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო სხედან.

„ბატონმა ბიძინამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი დემოკრატების“ შეფასებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ პრინციპებისა და ღირებულებების პარტია ვართ და „თავისუფალი დემოკრატები“ ვემსახურებით საკუთარ პრინციპებს, ღირებულებათა სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოს და არა, თუნდაც ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს. ივანიშვილმა სწორედ ეს ვერ აპატია „თავისუფალ დემოკრატებს“. გარდა ამისა, ივანიშვილი კაბელების თემასა და იმ ადამიანებს შეეხო, რომლებიც დღეს სწორედ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ადამიანები პატიმრობაში მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო არიან. სრულიად გამჭირვალე სასამართლო პროცესის,  ავტორიტეტული არასამთავრობოების ობიექტური  და  სახალხო დამცველის მიუკერძოებელი დასკვნის მიუხედავად, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები ციხეში კანონისა და კონსტიტუციის დარღვევით სხედან, ივანიშვილი ისევ ლაპარაკობს ამ ადამიანების ბრალეულობაზე“, - განუცხადა გოგუაძემ „ექსპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ დღეს მედიასთან შეხვედრის დროს „თავისუფალ დემოკრატებზეც“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია უამრავ ტყულს ამბობს და საზოგადოებამ მასა და მის გუნდს ხმა არ უნდა მისცეს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics