|
2016-09-05 14:27:39, 1106 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: 200 000 კაცი ისევ „ნაციონალებს“ ელოდება - რა უნდათ, ისევ ცოცხები?
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას სწორად მართავს და ამ გზის გაგრძელების შემთხვევაში საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში აუცილებლად შევა. „პარტია რომელსაც სახელმწიფოზე ზრუნვა შეუძლია, „ქართული ოცნებაა“. ქვეყანას პატრონი უნდა ყავდეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვერ მოვახერხეთ ისეთი მთავრობის მოყვანა, რომელიც ქვეყანაზე და ხალხზე იზრუნებდა. მე ზვიად გამსახურდიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მართვა უნდა შეგეძლოს. როგორც იქნა, „ქართულმა ოცნებამ“, ეს შეძლო. ევროკავშირის ელჩს რომ ბოლოს შევხვდი მითხრა, რომ ევროპის ქვეყნებსაც კი შურთ საქართველოს სტაბილურობაო. კვირიკაშვილი საოცრად გამოცდილი და უპატიოსნესი კაცია. საოცრად განიცდის საერთო ფულის თითოეული თეთრის დაარჯვას. უსუფაშვილს მსგავსი თვისებები არ გააჩნია. ის სწორედ ჩვენი დახმარებით გადა პარლამენტის თავმჯდომარე და ამას გვამადლის, ხოლო კვირიკაშვილმა თითონ მიაღწია ყველაფერს. ქვეყნის პატრონი საზოგადოება უნდა იყოს და მან სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. ძალიან გაერთო საზოგადოება და მესამე ძალას ეძებს. პოლიტოლოგები გამოდიან, რომელთა უმეტესობა ანალიზის აზრზე არ არის და ამბობენ, რომ მესამე ძალის შექმნის აუცილებლობაა. არჩევანი უნდა იყოს დიდი, მაგრამ „ოცნებას“ სერიოზული გადაცდომები არ ქონია. ეს არის იმის საფუძველი, რომ ევროკავშირში შევიდეთ და ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდეთ. სირცხვილია, რომ 200 000 კაცი ისევ „ნაციონალებს“ ელოდება. რა უნდათ, ისევ ცოცხებს ელოდებიან?“, - განაცხადა ივანიშვილმა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)