|
2015-03-11 09:26:31, 416 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება
საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის დღეს, ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან ნაწილობრივი გათავისუფლების შესახებ ხელი მოეწერება. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს ორივე ქვეყანაში ტურისტული და ბიზნესის მიზნებით მსურველი, ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეების გათავისუფლებას ვიზის აღების ვალდებულებისაგან. „შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში - ათვლა ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ. აღნიშნული შეთანხმება დადება წერილების გაცვლით გზით მოხდება. საქართველოს მხრიდან მას ხელს მოაწერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი. შეთანხმება ძალაში შევა ქართული მხარის მიერ მისი ხელმოწერიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. ბრაზილიის რესპუბლიკასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება მხარეთ ხანგრძლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგია. აღსანიშნავია, რომ ბრაზილია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე ეკონომიკაა ლათინური ამერიკის რეგიონში საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ხსენებული შეთანხმების გაფორმება წაახალისებს ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოებას, ტურისტული ნაკადების მიმოსვლას და ხალხთაშორისი კავშირების გამყარებას. საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილს დამყარდა. 2010 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ბრაზილიაში, რაზეც ბრაზილიის მხარემ ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა 2011 წელს. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეებზე. 2013 წლის 12 მარტს საქართველოს ვიზიტით ეწვია ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვერა მაშადო. 2013 წლის 2-4 აპრილს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ხოლო 2014 წლის 24 მარტს, ქ. ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს მიშელ ტემერს შეხვდა. მხარეებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)