|
2016-09-02 09:59:23, 2358 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების უფლება გასცა
ეჩორსკის რაიონულმა სასამართლომ გამომძიებლებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს დაპატიმრების უფლება მისცა, - ამის შესახებ BBC იუწყება. სასამართლოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ რუსეთის თავდაცვის უწყების მეთაური სასამართლომდელი გამოძიების ორგანოს ემალება. როგორც კიევის სასამართლოს დადგენილება 2017 წლის თებერვლამდე მოქმედებს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის 18 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აღძრა, რომელთა შორის არიან სერგეი შოიგუ და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზევი. ისინი ეჭვმიტანილები არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში უკრაინის ეროვნული და სამოქალაქო, ასევე მშვიდობისა და საერთაშორისო მართლწესრიგის წინააღმდეგ. მათზე უკრაინის ტერიტორიაზე ძებნა გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)